გამძლეობა და საიმედოობა. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ თქვენი ექსკავატორი შეასრულებს თქვენ ნებისმიერ დავალებას . სწორედ ამიტომ, გამძლეობა და საიმედოობა უკვე ნორმას წარმოადგენს JS300 მოდელთან მიმართებაში.
JS300-ს გაძლიერებული ისარი და ჩამჩის კონსტრუქცია მაღალი გამძლეობის ფოლადისგან არის დამზადებული და აღჭურვილია შიდა, გადამღობი ტიხრებით (დროსელის საფარი), რაც უზრუნველყოფს სიმტკიცეს და მდგრადობას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. გარდა ამისა, მომატებული გამძლეობის უზრუნველყოფის მიზნით, ჩამჩის კონსტრუქციის ბოლოზე ჩვენ დავამატეთ მაღალი გამძლეობის, ცვეთის საწინააღმდეგო ფირფიტები.
თხრის სიღრმე
7600 მმ
მასა
31140 კგ
ციცხვის მოცულობა
1.80 მ³
Ძრავის ძალა
165 კვტ
კატეგორია
სამშენებლო ტექნიკა
მახასიათებლები
JS300 ექსკავატორს გააჩნია რეგულირებადი სიმძლავრის დიაპაზონები, რომელთა საშუალებით შესაძლებელია წარმადობის და - შესაბამისად -ეკონომიური რეჟიმის დარეგულირება შესასრულებელი სამუშაოს ტიპიდან გამომდინარე.
ჩამჩის უზარმაზარი ამგლეჯი ძალის (245 კნ) და მოკლე ციკლის ხანგრძლივობის წყალობით, JS300 უზრუნველყოფს საუკეთესო წარმადობას ნებისმიერი სამუშაოს შესრულებისას. ერთდროული მოძრაობა და გრუნტის ამოღება სწრაფად და რბილად სრულდება ინტუიციური მრავალფუნქციური მართვის წყალობით.
გაუმჯობესებული ჰიდრავლიკური ტექნოლოგია ყოველთვის უზრუნველყოფს მანქანის ჩართვას უმოქმედო რეჟიმში საწვავის მაქსიმალური ეკონომიისთვის. ჰიდრავლიკური ტუმბოს ოპტიმიზებული პარამეტრები და სარქვლის მკვეთარას საპირისპირო კონფიგურაცია საკონტროლო სარქვლის ბლოკში უზრუნველყოფს მხოლოდ საჭირო ზეთის ნაკადის მიწოდებას, რითაც თავიდან იქნება აცილებული ენერგიის დანაკარგები. ახალი SMART-კონტროლის ელექტრონიკა და Tier 2-ის სტანდარტებთან შესაბამისი JCB DIESELMAX-ის ძრავა უზრუნველყოფს მაღალ და მდოვრე მაბრუნებელ მომენტს დაბალ ბრუნზეც კი, მაქსიმალური სიმძლავრისას 165 კვტ (221 ცხ.ძ.).
თქვენი მოთხოვნა წარმატებით გაიგზავნა, ჩვენ მალე დაგიკავშირდებითთქვენი მოთხოვნა ვერ გაიგზავნა, გთხოვთ სცადოთ თავიდანგთხოვთ, მოგვწეროთ ტელეფონის ნომერი და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.