ჩვენი ყველაზე სუფთა სატვირთველი! უახლესი 540-170 მოდელი Construction Loadall წარმოადგენს ტელესკოპურ სატვირთველს. სატვირთველის დიზაინი შესანიშნავად არის შემუშავებული და ითვალისწინებს ყველა იმ სირთულეს, რაც შეიძლება არსებობდეს ნებისმიერ სამუშაო ობიექტზე.
უახლესი მოდელი 540-170 აღჭურვილია ულტრა სუფთა და ეფექტური მეხუთე თაობის მძლავრი დიზელის ძრავით JCB Dieselmax. სისტემა JCB LiveLink სატვირთველის დიზელის ჭვარტლის ფილტრის დისტანციური მონიტორინგის საშუალებას იძლევა. სისტემა JCB LiveLink-ს შეუძლია შეატყობინოს ნებისმიერი მანუალური თუ სამუშაო რეგენერაციის შესახებ, რაც აუცილებელია სატვირთველის უსაფრთხოების და ოპტიმალური სამუშაო რეჟიმის უზრუნველსაყოფად. გამოირჩევა მყარი კონსტრუქციით, 540-170 მოდელი იოლად აღწევს მისი 17 მ აწევის სიმაღლეს და ამასთანავე ინარჩუნებს სრულ სტაბილურობას დაპატენტებული დატვირთვის ადაპტიური კონტროლის წყალობით.
ტვირთამწეობა
4000 კგ
სიმაღლეზე აწევა
16700 მმ
წონა (ჩანგლების გარეშე)
12060 კგ
კატეგორია
სამშენებლო ტექნიკა
მახასიათებლები
გამძლე და საიმედო კონსტრუქცია. ტელესკოპური სატვირთველების წარმოებისას გამოიყენება მაღალი ხარისხის ფოლადი მნიშვნელოვანი სტრუქტურული სიმტკიცით და კოროზიის მიმართ წინააღმდეგობით. სავალი ნაწილი წარმოადგენს მონოლითურ, მთლიანად შედუღებულ სტრუქტურას, რომელიც ხასიათდება დაბალი წონით და მაღალი მედეგობით. სრულამძრავიანი სისტემის და 540-170 მოდელის ტელესკოპურ სატვირთველებზე გაზრდილი დიამეტრის ბორბლების დამონტაჟების წყალობით, ტექნიკას გზის საფარის არარსებობის შემთხვევაშიც კი შეუძლია იმუშაოს.
წარმადობა. JCB Dieselmax-ის შიდა წვის ძრავები, რომლებითაც აღჭურვილია სატვირთველი, ხასიათდება გაზრდილი მაბრუნებელი მომენტით დაბალ ბრუნზე და შეუძლია განავითაროს სიმძლავრე 74,2 კვტ-მდე. მიუხედავად მათი მნიშვნელოვანი ეფექტურობისა, ძრავები ეკონომიურია და აქვთ გაფართოებული მომსახურების ინტერვალები. სპეციალური სისტემა ითვალისწინებს ჰიდრომექანიკური ტრანსმისიის დროებით გამორთვას, რაც სასარგებლო მაბრუნებელი მომენტის მთლიანად ტვირთის აწევასა და გადაადგილებაზე მიმართვის საშუალებას იძლევა.
ოპერატორის კომფორტი და უსაფრთხოება. ფართო კაბინა მარტივი წვდომით, იოლად რეგულირებადი ვიბროიზოლირებული სავარძელი და ადვილად გამოსაყენებელი მართვის ხელსაწყოები მნიშვნელოვნად ამარტივებს ოპერატორის საქმიანობას. ტელესკოპური სატვირთველის JCB 540-170 კაბინა სერტიფიცირებულია უახლესი ROPS, TOPS და FOPS სტანდარტებით. ინტეგრირებული ფოლადის ჩარჩო უზრუნველყოფს 100%-იან დაცვას, როგორც სატვირთველის გადაბრუნების, ასევე ტვირთის დიდი სიმაღლიდან ჩამოვარდნის შემთხვევაში.
თქვენი მოთხოვნა წარმატებით გაიგზავნა, ჩვენ მალე დაგიკავშირდებითთქვენი მოთხოვნა ვერ გაიგზავნა, გთხოვთ სცადოთ თავიდანგთხოვთ, მოგვწეროთ ტელეფონის ნომერი და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.