ძალა როგორც შიგნით, ასევე გარეთ. ექსკავატორის შეძენის წინ, თქვენ უნდა იცოდეთ, არის თუ არა იგი საკმარისად მძლავრი იმისათვის, რომ თქვენი ნებისმიერი დავალება შეასრულოს. საბედნიეროდ, JS175W მოდელთან მიმართებაში, გამძლეობა და საიმედოობა მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
მაღალი სიმტკიცის ღერძები, ბულდოზერის ფრთები და სტაბილიზატორები შემუშავებულია ყველაზე რთული სამუშაოების შესასრულებლად. ექსკავატორი ხელმისაწვდომია მრავალი სხვადასხვა კონფიგურაციით და კონკრეტული ტიპის სამუშაოთა გათვალისწინებით. მაღალი სიმტკიცის ზედა ჩარჩო მაქსიმალურ გამძლეობას და სიმყარეს უზრუნველყოფს. ჩაკეტილი, კოლოფა პროფილის საბრუნი ჩარჩო ხელს უწყობს სიმტკიცეს და ამავდროულად ამცირებს დატვირთვას. იგი ასევე გამოირჩევა მაღალი მდგრადობით დარტყმის და შეჯახების მიმართ.
თხრის სიღრმე
6400 მმ
მასა
17520 კგ
ციცხვის მოცულობა
0.90 მ³
Ძრავის ძალა
129 კვტ
კატეგორია
სამშენებლო ტექნიკა
მახასიათებლები
საიმედო და ეკონომიური ძრავების გამოყენება. ექსკავატორებზე დამონტაჟებული Isuzu-ს შიგაწვის ძრავები ავითარებენ სიმძლავრეს 128 კვტ-მდე და ხასიათდება გაზრდილი მაბრუნებელი მომენტით დაბალი ბრუნვის დიაპაზონში. ძრავები აკმაყოფილებს Tier 3 ეკოლოგიური სტანდარტის მოთხოვნებს და აქვთ გახანგრძლივებული მომსახურების ინტერვალები, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ტექნიკური მომსახურების ხარჯებს და ტექნიკის უმოქმედობით გამოწვეულ დანაკარგებს;
მაღალი სიმტკიცის კონსტრუქცია. ბორბლებიანი ექსკავატორის საფუძველია ფოლადის კოლოფისებური ჩარჩო, რომელიც არის უაღრესად გამძლე და უზრუნველყოფს სტაბილურობას ნებისმიერი ტიპის გრუნტზე. ისრის და სახელურის მასალად გამოიყენება მაღალი ხარისხის ფოლადი. მოძრავი პლატფორმა გამყარებულია და საგულდაგულოდ არის მიდუღებული სავალ ნაწილზე. შემუშავების პროცესში JCB JS175W-ის ყველა მოდელმა გაიარა მრავალი ტესტი, რამაც დაადასტურა ძირითადი კომპონენტების მაღალი სიმტკიცე და საიმედოობა;
ეფექტურობა. ექსკავატორები აღჭურვილია მართვის მრავალფუნქციური სისტემით, რომელიც საშუალებას აძლევს ოპერატორს ხელით შეარჩიოს სასურველი მუშაობის რეჟიმი. კიდევ ერთი უპირატესობაა რეგენერაციული ტიპის ჰიდრავლიკური სისტემა, რომელშიც ზეთის ცირკულაცია ჰიდრავლიკური ცილინდრების გვერდის ავლით ხორციელდება. აღნიშნული ფუნქცია ამცირებს საწვავის მოხმარებას და ციკლის ხანგრძლივობას. როდესაც ჰიდრავლიკური სისტემა უმოქმედოა, შიგაწვის ძრავა ავტომატურად გადადის უქმე სვლის რეჟიმში;
თქვენი მოთხოვნა წარმატებით გაიგზავნა, ჩვენ მალე დაგიკავშირდებითთქვენი მოთხოვნა ვერ გაიგზავნა, გთხოვთ სცადოთ თავიდანგთხოვთ, მოგვწეროთ ტელეფონის ნომერი და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.