0322994455

LIVELINK LOGIN

JCB-ის შესახებ

JCB-ის ისტორია ინოვაციის, მიზნისაკენ მუდმივი სწრაფვის, და თავდაუზოგავი შრომის შესახებ გვიყვება. თავის საქმიანობა კომპანიამ 1945 წელს სასოფლო-სამეურნეო დარგისთვის გამოსადეგი ყირავდებადძარიანი თვითსაცლელი მისაბმელების  წარმოებით დაიწყო, ხოლო დღეს იგი გლობალური ლიდერია სამშენებლო ტექნიკის წარმოების სფეროში. JCB მუდმივად აფართოებს შესაძლებლის საზღვრებს, რაც ეფუძნება ჩვენ დაუოკებელ სურვილს -  ვიყოთ საუკეთესონი. ჩვენი კომპანია მამაჩემმა  - ჯოზეფ სირილ ბამფორდმა დააფუძნა. მისი საყვარელი ლოზუნგი იყო „არასოდეს დაკმაყოფილდე”; და ეს ნამდვილად ასეა – ჩვენ არასოდეს არ ვკმაყოფილდებით მიღწეულით. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ისიც კი გაოცდებოდა იმით, თუ რას მივაღწიეთ ჩვენ. დღესდღეობით, ჩვენ კომპანიას ოთხ კონტინენტზე განლაგებული 22 ქარხანა, და მთელი მსოფლიოს მასშტაბით - 750-ზე მეტი დილერი გააჩნია.

საოცრად საინტერესო დრო გავიარეთ. ყველაფერი დაიწყო ერთი კაციდან, რომელიც ქალაქ უტოქსეტერში საკუთარ სახელოსნოში მარტო მუშაობდა. 75 წლის განმავლობაში კი ჩვენ წამყვან  გლობალურ ბრენდად გადავიქეცით, რომელიც მთელ მსოფლიოში ცნობილია თავისი ახლის შემქმნელი ნოვატორული სულით. ეს ყველაფერი კი ჩვენი თანამშრომლების დამსახურებაა: 11 000 ადამიანისგან შემდგარი უძლიერესი გუნდი JCB-ს უზარმაზარ ოჯახს წარმოადგენს, რომლითაც ჩვენ ასე ვამაყობთ. მიუხედავად იმისა, რომ გასული 75 წლის განმავლობაში  ჩვენ შთამბეჭდავ წარმატებას მივაღწიეთ, ჩვენი კომპანია JCB მუდმივად წინ იყურება და მხოლოდ შემდგომ განვითარებაში და კიდევ უფრო მეტ წარმატებაში ხედავს თავის მიზანს. ახლა, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, JCB აგრძელებს ინოვაციების დანერგვას და ახალ ჰორიზონტებს ხსნის სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით; კონკრეტულად, ეს ეხება  მდგრადობას და სტაბილურობას - დარგებს, სადაც ენერგოხარჯები და მავნე გამოფრქვევები სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი ხდება, და ჩვენ მუდმივად ვახდენთ ინვესტირებას მათი შემცირების მიზნით. ბევრი ჩვენი კლიენტისთვის აუცილებელი გახდება თავიანთი საქმიანობის ახლებურად გააზრება ახალ სამშენებლო სტანდარტებთან და მავნე გამოფრქვევების შესახებ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით. ჩვენ კი, როგორც ყოველთვის, მათ გვერდზე ვიქნებით და მხარს დავუჭერთ განახლების თითოეულ ეტაპზე.

ლორდ ბამფორდი - თავჯდომარე

„Tegeta Construction Equipment“ კომპანია JCB-ს ოფიციალური დილერია საქართველოში. 
Slide: JCB-ის შესახებ

დაარსდა

1945

წელს

The Building of a Legend

  • 1940s - A MAJOR INNOVATION
  • 1950s - WORLD'S FIRST BACKHOE LOADER
  • 1960s - JCB'S FIRST CRAWLER EXCAVATOR
  • 1970s - DESIGN COUNCIL AWARD
  • 1980s - WORLD'S FASTEST BACKHOE LOADER
  • 1990s - THE WORLD'S SAFEST SKID STEER
  • 2000s - 500,000TH MACHINE LANDMARK
  • 2010s - WORLD'S FASTEST TRACTOR
  • 2020s - 750,000TH BACKHOE LOADER



phone number